ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ეხმიანება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების განხილვას პარლამენტში.
მისი თქმით, ეს სიტყვისა და მედიისა თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
"სიძულვილის ენის სახელმწიფოს რეგულირების სფეროში გადატანა ზოგადად არის დიდი მავნებლობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ავტორიტარულ, კოლაბორაციულ რეჟიმზე ვსაუბრობთ, სადაც ღიად ჩანს რისთვის არის გამიზნული - საკუთარი ოპონენტების დევნისთვის. ეს კანონპროექტი არის მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი , რომელიც პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა გავაუქმოთ".- ამბობს გიორგი ნონიაშვილი.