ჯო ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების მასიური უპრეცედენტო პაკეტი "ჰამასთან" ომის მოგებაში დაგვეხმარება, - ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელში ჩასვლამდე აჩვენა მტკიცებულება, რომ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური „ჯიჰადი“ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძევლების გასათავისუფლებლად ერთობლივად მუშაობენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წითელ ჯვარს ტყვეების მონახულების საშუალება უნდა მიეცეს.