ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ღაზას სექტორისა და დასავლეთ ნაპირის დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
„აღნიშნული თანხა მოხმარდება ერთ მილიონზე მეტ პალესტინელს, რომლებსაც კონფლიქტის შედეგად საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ, ასევე ღაზას სექტორის საგანგებო საჭიროებებს“, - აღნიშნა ბაიდენმა თელ ავივში გამოსვლისას.
მანამდე ტელეარხმა CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა აშშ-ის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ საგანგებო სამხედრო დახმარებისთვის.