"ევროოპტიმისტების" წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, აიღოს ბილეთი და კვლავ გააგრძელოს ევროპაში ვიზიტები მტრისა და "ქართული ოცნების" ჯიბრზე.
„სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად ისევ გადააფარა ხელი ბიძინა ივანიშვილს. ის ხომ არ არის პოლიტიკაში, იოს ხომ წავიდა აქედან, ამიტომ თურმე რუსეთი ყოფილა დამნაშავე და თქვენ, "ქართული ოცნების" ლიდერები და ბიძინა არსად არ არის. ჯანდაბას, დადგება დრო რომ მემუარებში დაწერს მერე ოდესმე და როგორადაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მისი შეცდომები, ბევრი შეცდომები მოსვლია, მაგრამ დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით არის სწორი. ის დგას ევროპის გზაზე, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით დგას და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა სწორედ იყო გაგეჩერებინათ და მოგეხდინათ მისი პარალიზება. ამიტომ მოვუწოდებთ ქალბატონ სალომეს, აიღეთ ბილეთი და იარეთ, იარეთ როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.