11 წელი ამტკიცებდით, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ახლა გაგახსენდათ ეროვნული ინტერესი? - ასე მიმართა პარლამენტში პარტია "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას.
„ძალიან დიდი ბოდიში, ახლა გაგახსენდათ საქართველოს ეროვნული ინტერესი და ვინ დაიწყო ომი, ეს კითხვა ახლა დასვით? დიდი ბოდიში, მაგრამ მთელი 11 წელი თქვენ ამტკიცებდით, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ამტკიცებდით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად უნდა იყო, რადგან რუსეთი არ გააღიზიანო. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელთაც არანაირი თავმოყვარეობა და პრინციპი არ გაგაჩნიათ. ადამიანები, რომლებიც საუბრობდით იამზე, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო საუკეთესო არჩევანი, ახლა საუბრობთ, რომ ცუდი არჩევანია. ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის, რომ ვარდისფერი შავია, თქვენც იმავეს გაიმეორებთ - აღნიშნა დეკანოიძემ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.