ისრაელის თავდაცვის ძალები საავადმყოფოში აფეთქებაზე პასუხისმგებლობას „ისლამურ ჯიჰადს“ აკისრებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას საავადმყოფოში აფეთქება ისლამური ჯიჰადის რაკეტამ გამოიწვია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, რომელსაც ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებულმა გაუმართავმა რაკეტამ გამოიწვია.
„თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზის შედეგად განხორციელდა მტრის სარაკეტო სროლა ისრაელის მიმართულებით, რომელმაც საავადმყოფოს მიმდებარედ გაიარა, როდესაც მას მოხვდა. დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც ჩვენ რამდენიმე წყაროსგან მოვიპოვეთ, წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი “ისლამური ჯიჰადი" - ნათქვამია ისრაელის ტავდაცვის ძალების განცხადებაში.