ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები სასწრაფოდ უნდა დაუშვან ღაზას სექტორში მოსახლეობისთვის დასახმარებლად და მათთვის მედიკამენტების მისაწოდებლად. ორგანიზაცია ღაზაში მოსალოდნელ ხანგრძლივ ჰუმანიტარულ კრიზისს არ გამორიცხავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ისრაელის საპასუხო დარტყმების შემდეგ დაღუპულია 2 800 პალესტინელი, მათ შორის ნახევარზე მეტი ქალი და ბავშვია, ხოლო დაჭრილია დაახლოებით 1 1000-მდე ადამიანი.
ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ 115 თავდასხმა მოხდა სამედიცინო დაწესებულებებზე, ღაზას სექტორში საავადმყოფოების უმეტესობა არ ფუნქციონირებს და არის წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტი.
”არსებობს გაუწყლოებისა და წყლისგან გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი, იმის გათვალისიწინებით, რომწყალმომარაგების სამსახურებისა და სანიტარული სერვისების სრული კოლაფსია, ასევე მაღალია უწყლოობით გამოწვეული სიკვდილიანობის საფრთხე“, - ნათქვამია გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებაში.