ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში“.
„საბჭოს წევრები ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში.
ქართულ ოცნებას ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად ოცნებას + სოციალისტები 89 ხმა აქვთ.
ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა.
იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟრნალისტები. ზოგადად, ოპოზოციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით“, – წერს დეკანოიძე.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი დღეს აირჩია. კანდიდატებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს.