პეკინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრა გაიმართა. უნგრეთისა და რუსეთის ლიდერები ჩინეთში „სარტყელისა და გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფებიან. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
“მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია, ჩვენი ურთიერთობა ევროპის მრავალ ქვეყანასთან შენარჩუნებულია და ვითარდება. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებისას პუტინმა.
თავის მხრივ, ორბანმა განაცხადა, რომ „უნგრეთს არასდროს სურდა რუსეთთან დაპირისპირება“.
„უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტების დამყარება, ურთიერთგაფართოება და ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა ორბანმა.