უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
“შეხვედრა პრეზიდენტ სისთან პეკინში. დაკავშირება გაწყვეტის ნაცვლად: ეს არის უნგრული მოდელი. ჩვენი მიზანია უნგრეთ-ჩინეთის ურთიერთობების განმტკიცება. ეს კარგია უნგრეთისთვის და კარგია ევროპის ეკონომიკისთვის“– წერს ვიქტორ ორბანი.
ვიქტორ ორბანი ჩინეთში „სარტყელისა და გზის ფორუმში“ მონაწილეობს. ის ასევე შეხვდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი კეციანს. ჩინეთში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.