„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლო დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ოღონდ სიტუაცია ერთგვარად ტრაგი-კომიკურია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა კომენტრაი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგინასთან დაკავშირებით.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებას“ არ მოეწონა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, მოახდინონ პრეზიდენტის იმპიჩმენტი.
„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ოღონდ სიტუაცია ერთგვარად ტრაგი-კომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ პრეზიდენტი რომ წასულიყო მოსკოვში ვიზიტით, ლავროვის მოწვევით, გაბედავდა კი „ოცნება“ თუ მასთან შეთანხმებული არ იქნებოდა ამ შემთხვევაში წამოეწყო იმპიჩმენტის პროცედურა? ეს შეკითხვა უნდა დავსვათ ჩვენ და გავცეთ პასუხი და შესაბამისად, ყველაფერი იქნება ნათელი არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.