იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს სამართლებრივ-კონსტიტუციური შინაარსი,- ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროცედურა არის მხოლოდ “ქართული ოცნების” და პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოების ყურადღების სხვა თემებზე გადატანის პოლიტიკური მანიპულაცია.
„უახლოეს პერიოდში ცნობილი უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, იმთავითვე ცხადი იყო. ამ პროცედურას არ აქვს სამართლებრივ-კონსტიტუციური შინაარსი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია “ქართული ოცნების” და პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოების მხრიდან ყურადღების სხვა თემებზე გადატანის. ამიტომ ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ და მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, რომ თუ დადგება საკითხი იმპიჩმენტის განხილვის, გამოვიდეთ დარბაზიდან და ამ პოლიტიკურ თამაშში “ქართული ოცნება” დავტოვოთ მარტო,“ - განცხადა ლევან ბეჟაშვილმა.