პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.
მმართველმა პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ხმების 36.8% მოიპოვა.
მეორე ადგილზე „სამოქალაქო კოალიცია“ (KO) ხმების 31.6%-ით გავიდა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს.
მესამე ადგილზეა პარტია „მესამე გზა“ 13%-ით, ხოლო მეოთხეზე - პარტია „მარცხენა“ 8.6%-ით.
მედიის ცნობით, აღნიშნული მონაცემები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს თუ დაემთხვევა, შესაძლოა, მთავრობის სათავეში ოპოზიციის გაერთიანებული კოალიცია მოვიდეს.
პოლონეთში ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. ისინი ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრს და სენატის 100 წევრს 4 წლის ვადით ირჩევენ.