ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს წყალმომარაგება აღუდგინა.
აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის მთავრობაში გამოცემა The Times of Israel-საც დაუდასტურეს.
ისრაელმა, ამგვარად, ღაზას სექტორის ბლოკადა შეარბილა, რომელიც 8 ოქტომბრიდან მოქმედებდა.
ამასთან, BBC-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის ამზადებენ.