უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, საომარი მოქმედებების გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული მხარე ამზადებს ახალ აქტიურ შეტევით ოპერაციებს.
"ჩვენ ამას ვხედავთ, ვიცით და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება შეხების ხაზის გასწვრივ "აქტიური თავდაცვაა" ჰქვია.
"ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ პოზიციებს თითქმის მთელ ამ სივრცეზე. საკმაოდ ბევრ სივრცეზე", - ხაზგასმით აღნიშნა მან და აღნიშნა, რომ ეს ეხება კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ავდეევკის მიმართულებებს.