რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს 27 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, მათ შორის 20 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰაერში გაანადგურეს.
მათივე ცნობით, 18 კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს, კიდევ ორი – ბელგოროდის.
მანამდე კურსკის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ ქალაქ კურსკისა და მის შემოგარენში 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ნამსხვრევები ქალაქ კურსკში და სოფელ ზორინოში ჩავარდა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.