ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მოსახლეობას კვლავ მოუწოდეს სამხრეთით გადაადგილებისაკენ.
„ჩვენ ომს ღაზას ხალხთან არ ვაწარმოებთ“, - განაცხადა ისრაეილის თავდაცვის ძალების წრმომადგენელმა რიჩარდ ჰეხთმა ვიდოემიმართვისას.
მანამდე გაერო-ში განაცხადეს, რომ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულების შესრულება ჰუმანიტარული კატასტროფული შედეგების გარეშე შეუძლებელი იქნება.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ მასშტაბურ სამხედრო ოპერაცაბს მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზას დატოვებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში ხალხმა იცოდეს, რომ დიდი დრო დავკარგეთ. ჩვენ გავაკეთეთ საკმარისად ბევრი გამაფრთხილებელი განცხადება, {გავიდა] 25 საათზე მეტი... მე უკვე აღარ ვიცი კიდევ როგორ უნდა ვთქვათ, რომ დროა ღაზა დატოვონ. აიღეთ თქვენი ნივთები და წადით სამხრეთისკენ. შეინარჩუნეთ თქვენი სიცოცხლე და ნუ მოყვებით ხაფანგში, რომელსაც „ჰამასი" გიმზადებთ“, - განაცხადა კონრიკუსმა.