მისასალმებელია ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, უკრაინას ვუსურვო რომ იყოს წარმატებული, მშვიდობიანი და ერთიანი სახელმწიფო. ამას ვუსურვებ მთელი სულით და გულით. არცერთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არ უნდა იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ, საქართველო არ ვუკავშირებთ გარკვეულ სამხედრო მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, მისი სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით. ჩვენ საქმე გვაქვს კავკასიასთან, იმ ხალხთან, რომელიც ისტორიულად ცხოვრობს საქართველოში ქართველებთან ერთად. ომით არ აღდგება, ომით იშლება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება ეს ერთობა საქართველოში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის წყალობით საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.