ისრაელისთვის დახმარება გავლენას ვერ მოახდენს კიევისთვის ნატო-ს მხარდაჭერაზე. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა Deutsche Welle-თან ინტერვიუში განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ნატო-ელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს.
„გერმანიამ განაცხადა {უკრაინისთვის} საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot-ის თანამედროვე დანადგარების მიწოდების შესახებ. ასევე განცხადებები გააკეთეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა. ამგვარად, ნატო-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვები არ არის, არის კონკრეტული ქმედებები. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერის საუკეთესო გამოხატულებაა კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც ჩანს ადგილზე ყოველ დღე, უკრაინის მიმართ ჩვენი მუდმივი დახმრების ფარგლებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, გერმანია თანახმა არ არის კიევის გადასცეს Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, თუმცა გერმანია უკრაინას ძალიან ბევრ იარაღს აწვდის, მათ შორის ტანკებს, არტილერიას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია უკვე მიწდებული სისტემების მუშაობი უზრუნველყოფა.