არცერთ ქვეყანას შეუძლია მოითმინოს, ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზღვარგადასული გზით ხოცავს მის ხალხს და ასე იცხოვროს, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
"არცერთ ქვეყანას შეუძლია მოითმინოს, ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზღვარგადასული გზით ხოცავს მის ხალხს და ასე იცხოვროს.
რასაც ისრაელი აკეთებს, შურისძიება არ არის. რასაც ისრაელი აკეთებს, არის თავისი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, ისრაელი ცდილობს დარწმუნდეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ერთი რამ უდავოა: ვერ დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ის, რაც მოხდა. ასე რომ, ეს აზროვნების ნაწილი უნდა იყოს და ასეც არის", - განაცხადა ბლინკენმა.