რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ახლა მშვიდია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენი ურთიერთობები ახლა მშვიდია, მათაც დიდი ინტერესი აქვთ მეზობლებთან თანამშრომლობის“, - განაცხადა პუტინმა რუსთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.
როგორც პუტინმა აღნიშნა, საქართველოს ურთიერთობების გაუარესება დსთ-ს ქვეყნებთნ მოხდა „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის „პროვოკაციის“ შემდეგ. „რა შუაშია აქ დსთ? გაუგებარია. ისინი, ჩემი აზრით, თავად არიან დამნაშავეები, ეს მათი არჩევანია“, - თქვა პუტინმა.
„კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში მათ მეტი ეკონომიკური სარგებელი აქვთ, ვიდრე ამ ფარგლებს გარეშე“, - დასძინა პუტინმა.