ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროსაბჭოს მიერ რუსეთის დიქტატურად გამოცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, თავისუფალი სამყაროს სხვადასხვა ინსტიტუციებიდან დაგვიანებული, თუმცა ლოგიკური, ლეგიტიმური და საჭირო პროცესი მიდის პუტინის რუსეთის, როგორც ბოროტმოქმედი, ტერორისტული სახელმწიფოს შეფასებისა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს მიერ პუტინის დიქტატორად გამოცხადებაც ამ პროცესის ერთ-ერთი ნაბიჯია.
„ბოლო დღეებში საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი „ჰოლოდომორიც“ აღიარდა გენოციდად, რომლის მემკვიდრეც არის დღევანდელი რუსეთი. ასეთ დროს კი ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მორალური და პრაგმატული თვალსაზრისით წინ წაწევდა.
არ გვყავს მთავრობა, რომელიც მაგალითად 90-იანებში საქართველოში რუსების მიერ ქართველთა გენოციდს ან 2008 წლის აგრესიის შედეგად განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას დააყენებდა საკითხად. ამ ყველაფრის ნაცვლად, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთისგან იზოლაციაში გვაქცევს და პირისპირ, მარტოებს გვტოვებს რუსეთთან“ - თქვა გიგა ბოკერიამ