აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა, სადაც პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.
ბლინკენმა ასევე მოლაპარაკებები გამართა იორდანიის მეფე, აბდულ მეორესთანაც.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ასევე გეგმავს ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და კატარში ჩასვლას.