პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან არანაირი ანტიამერიკული კამპანია არ მიმდინარეობს.
მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში აშშ-ის ელჩის გამონათქვამების კრიტიკა თუ იყო, ეს არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ანტიამერიკულ კამპანიად.
„არასწორია, როცა თუნდაც ერთი მაღალჩინოსნის კრიტიკაზე ხდება განზოგადება. ვიღაცამ მე რომ გამაკრიტიკოს და ეს ანტიქართულ კამპანიად ჩაითვალოს, სწორი არ იქნება. ოპოზიციას არ სურს, საქართველოს ამერიკასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს. მათ არ სურთ მშვიდობა და სტაბილურობა, კანდიდატის სტატუსი. სწორედ ამიტომ მოწადინებული არიან, რომ ხელისუფლებას რაღაც ზიანი მიაყენონ. მათი განცხადებებიც ამ ლოგიკაში ჯდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.