სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში ერთადერთ მეგობრად ვიქტორ ორბანის მსგავსი პოლიტიკოსი შემორჩა, მაგრამ მხოლოდ მისასალმებელია, ვინც საქართველოს სტატუსის მიღებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოდიოზური პოლიტიკოსი ვიქტორ ორბანი, რომელიც პრორუსულ პოზიციებზეა, ხელს უშლის დასავლეთს უკრაინისადმი დახმარებაში, გამოხატული აქვს ანტიუკრაინული პოზიცია, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარს თუ დაუჭერს, არის კარგი.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში ერთადერთ მეგობრად ვიქტორ ორბანის მსგავსი პოლიტიკოს შემორჩა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს. მხოლოდ მისასალმებელია, ვინც საქართველოს სტატუსის მიღებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმარება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.