აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს, 13 ოქტომბერს, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება.
ამის შესახებ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა განაცხადა. იუწყება BBC.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. როგორც მან აღნიშნა, ისრაელში შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს და სხვა ოფიციალურ პირებს.