აშშ მხარს უჭერს ისრაელს დღეს, დაუჭერს ხვალ და ყოველ დღე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს ისრაელში გამგზავრებამდე განუცხადა.
„ჩვენ მტკიცედ გამოვდივართ ტერორიზმის წინააღმდეგ, ჩვენ ვნახეთ „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ენით აღუწერელი ქმედება“, - თქვა ბლინკენმა.
როგორც მან აღნიშნა, ისრაელში შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს და სხვა ოფიციალურ პირებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ისრაელს დაეხმარებიან ყველაფრით, რაც მას სჭირდება.
ამერიკის მოქალაქეებზე საუბრისას, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულებად არიან მიჩნეული, ბლინკენმა თქვა, რომ მათი ადგილსამყოფელი დადგინდება და თუ აღმოჩნდება, რომ ისინი „ჰამასის“ მებრძოლებმა დაატყვევეს, აშშ ყველაფერს გააკეთებს მათ გასათავისუფლებლად.