ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი თავდასხმებისგან, პასუხი „ჰამასის“ თავდასხმაზე პროპორციული იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ „ჰამასის“ თავდასხამზე პასუხი პროპორციული იქნება.
„ასევე ველოდები, რომ როდესაც დავინახევთ ისრაელის საპასუხო ნაბიჯებს, ეს ნაბიჯები იყოს პროპორციული და მნიშვნელოვანია, რომ რადგან ეს კონფლიქტი გაგრძელდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან იყოს აცილებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, განთენიისას განახორციელა.