ღაზას სექტორში ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ნაკლებობის გამო მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გალალ ისმაილმა განაცხადა. იუწყება CNN
მისი თქმით, ღაზის მოსახლეობას შეუძლია ელექტროენერგიის გენერატორების გამოყენება, მაგრამ ბლოკადის გამო გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავის მარაგი ამოწურულია.
ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და შეწყვიტა ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, საქონლისა და წყლის მიწოდება.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ბოლო მონაცემებით, ისრაელშო ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა.