აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტიმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საარტილერიო და სარაკეტო ჭურვებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას.
ლოიდ ოსტინმა ამის შესახებ ბრიუსელში, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“) მე-16 სხდომის გახსნაზე განაცხადა.
ოსტინის თქმით, ამით პუტინის ომის დაწყებიდან უკრაინის მიმართ დახმარება 43,9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ კიდევ რამდენიმე ქვეყანა განაცხადებს.