ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორთან ბარიერი აღადგინა. მათი ინფორმაციით, საზღარზე დისლოცირებულია ქვეითთა და ჯავშანსატანკო დანაყოფები, ასევე 300 ათასი რეზერვისტი.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ არმია ოპერაციის შესასრულებად სრულ მზადყოფნაშია „ჰამასის შესძლებლობების გასანადგურებლად.
ამ დროისათვის დასახლებულ პუნტქებში, რომლებიც ტერორისტებს ჰქონდათ დაკავებული, კრიმინალისტებისა და სამხედროების ჯგუფები მუშაობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, სულ უფრო მეტი სისასტიკე ვლინდება, რომელიც მებრძოლებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩაიდინეს.
ისრაელის არმია აგრძელებს ავიადარტყმებს „ჰამასის“ ობიექტების წინააღმდეგ. ისრაელის მხარის განცხადებით, მებრძოლებს სამხედრო პუნტქები სამოქალაქო შენობებში გადააქვთ.
ამასთან, სირიისა და ლიბანის ტერიტორიებიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დატყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში ამის უკან დგას „ჰეზბოლა“, ხოლო თუ რომელმა დაჯგუფებამ განახორციელა სირიიდან დარტყმები, ჯერ უცნობია. ასევე გავრცელდა ინორმაცია, რომ ლიბანის საზღვართან, ისრაელის პოზიციები ანტისარკეტო რაკეტებით დაბომბეს. ისრაელი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს.
ისრაელში დაღუპულების რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დშავებულია 2 700 ადამიანი.