ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ჯონათან კონრიკუსი.
მისივე ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
რაც შეეხება ღაზას სექტორს, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 900 პალესტინელი, მათ შორის 400-მდე ქალი და ბავშვია. დაშავებულია კიდევ 4 500 ადამიანი.