ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორზე სრულ შეტევაზე გადადის.
ამის შესახებ იოავ გალანთმა ღაზას სექტორის საზღვარზე მყოფ სამხედროებს განუცხადა.
"მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ აქ არსებული რეალობა. თქვენ ნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებებს. ჰამასს სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.