„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 11 წელი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გარეწარი კეზერაშვილი აფინანსებს, – ამის შესახებ პარტია “მოქლაქეების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მოცემულობით, „ქართული ოცნება“ ვერასოდეს დამარცხდება, რადგან ქართული არმიის ქურდი და მთელ მსოფლიოში პენსიონერების მტარვალი, გამძარცველი კეზერაშვილი კეთილშობილი მიზნებისთვის არ და ვერ იბრძვის.
„„ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი. ბრეჟნევის „ზასტოი“ მონაგონია, ისეთი დაჭაობებული სიტუაციაა ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ხელისუფლება გამოვცვალოთ, ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.