გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამსახურმა (OCHA) გამოაქვეყნა მორიგი ოპერატიული ცნობები ისრაელსა და ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში არსებული ვითარების შესახებ.
პალესტინელი მებრძოლები განაგრძობენ ისრაელზე სარაკეტო იერიშებს, ისრაელის არმია კი ინტენსიურ დარტმყებს ახორციელებს „ჰამასის“ პოზიციების წინააღმდეგ.
ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულია 900-ზე მეტი ისრაელისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეე.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 2 616 ადამიანი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობებით, დაღუპულია 687 პალესტინელი, ხოლო დაშავებულია 3 800.
კიდევ 17 პალესტინელი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, 295 კი დაშავდა.
ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში საცხოვრებელი ადგილები დატოვა 187 518-მა ადამიანმა. ამ რიცხვის გაზრდა კიდევ მოსალოდნელია.