აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცახდებით, ისრაელში დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მოკლულთა შორის აშშ-ის, სულ მცირე, 11 მოქალაქეა.
ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ „ჰამასის“ მძევლებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან.
„ვმუშაობთ ისრაელის ოფიციალურ პირებთან, რათა მოვიპოვოთ მეტი ინფორმაცია აშშ-ის მოქალაქეების ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან.
ამჟამად ისრაელში მყოფი ამერიკელი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საკონსულო დახმარებას. მათ, ვისაც სურს, დატოვოს ისრაელი, ეს კომერციული ფრენებითა და სახმელეთო გზით ჯერ კიდევ შეუძლიათ “, – განაცხადა ბაიდენმა.