დღეს, 22 დეკემბერს, 20:00 საათზე, "ფიატ ცენტრი თბილისი~ აწყობს იტალიურ საღამოს. სტუმრებს ელოდებათ სასიამოვნო იტალიური მუსიკა, იტალიური სამზარეულო, იტალიურის "გაკვეთილები" და იტალიური მანქანები.
"ფიატის~ ახალი ავტოსალონი წარმოადგენს უახლესი მოდელების პრეზენტაციას. წარმოდგენილი იქნება Panda, Grande Punto, პირველად საქართველოში წარმატებული კომერციული მოდელი Dობლო და "ფიატის~ ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და ბესტსელერი - Fiat 500 ("ფიატი ჩინკვეჩენტო~).
იტალიურ ბრენდ "ფიატს" საქართველოში წარმოადგენს კომპანია "სტრადა მოტორსი~, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან არის "ფიატის~ ექსკლუზიური დილერი საქართველოში. "სტრადა მოტორსი~ სამი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და წარმატებით აწარმოებს ავტომობილების იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან.
პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის მერი გიგი უგულავა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, სტუმრები იტალიის საელჩოდან. მოწვეულნი არიან ქართული და უცხოური კომპანიების და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.
საღამოს წაიყვანს ნიკა ლომიძე, მუსიკალურად კი გააფორმებს ოთარ ყუფუნიას ბენდი. პროგრამაშია თემატური ფოტოსესია, კონკურსები და "იტალიური წარმოშობის~ პრიზების გათამაშება.