„ჰამასი“ და რუსეთი ერთი და იგივე ბოროტებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა და ისრაელი საერთო მტრის – ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან.
"ვერავინ ვერასდროს შეძლებს დაივიწყოს ის, რაც ტერორისტებმა ისრაელში ჩაიდინეს. ათასობით რაკეტა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ. ადამიანები ჩაცხრილეს პირდაპირ ავტომობილებში და გზებზე. კაცები, ქალები, ბავშვები – არავინ დაინდეს. ქუჩები სისხლით არის მორწყული, ტყვეები აიყვანეს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უკრაინასა და ისრაელში არსებული ვითარება ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ტერორიზმს ებრძვის.
"ისრაელელი ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში, ბუჩაში იყვნენ, დღეს ამბობენ, რომ მათ ასეთივე ბოროტება ნახეს იქ, სადაც რუსეთი", - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, „ჰამასი და რუსეთი ეს არის ერთი და იგივე ბოროტება.
“ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.