ისრაელმა აშშ-ის ზუსტი მართვადი ბომბებისა და „რკინის გუმბათისთვის“ ჩამჭრელების მიწოდება სთხოვა.
ამის შესახებ CNN იუწყება.
აღნიშნული თხოვნა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ისრაელს უსაფრთხოების სფეროში დახმარებას დაუყოვნებლივ გაუწევს.
ისრაელი ზუსტ მართვად ბომბებს ღაზაში სამიზნეების გასანადგურებლად იყენებს.
ისრაელი ასევე ითხოვს ჩამჭრელ რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათებისთვის“, რომელმაც ღაზიდან გაშვებული ბევრი რაკეტა გაანადგურა. მაგრამ სისტემა გადატვირთული იყო რაკეტების ნაკადით, რამაც ზოგიერთ რაკეტას საშუალება მისცა სივრცე გაერღვია და ისრაელისთვის დაერტყა.
CNN-ის ცნობით, ისრაელის არმიამ აშშ-ს, შესაძლოა ასევე სთხოვოს დამატებითი დახმარება და იარაღი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გაგძელდება „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო კამპანია.