ვაშინგტონი „ჰამასის“ მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ისრაელისთვის დამატებითი დახმარების გადაცემის საკითხს უახლოეს პერიოდში განიხილავს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ებტონი ბლინკენმა CNN-ის ეთერში განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრძანება გასცა "დავრწმუნებულიყავით, რომ ისრაელს მივაწვდით ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება „ჰამასის“ თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად".
„ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით საკითხებს, რომლებიც ისრაელმა დააყენა. ვფიქრობ, ამის შესახებ უფრო მეტს დღეს მოგვიანებით გაიგებთ“, - დასძინა მან.
სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო ცნობები დაკარგული და დაღუპული ამერიკელების შესახებ და ამ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.