ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„ვესაუბრე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს. ყველა მათგანმა გამოხატა ცალსახა მხარდაჭერა ისრაელის მიმართ“, - წერს ნეთანიაჰუ Х (Twitter)-ში.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილეს შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების მოქნედებების შესახებ.
„ჩვენ სოლიდარულები ვართ ისრაელის მიმართ, რომელიც იბრძვის მასშტაბური თავდასხმის წინააღმდეგ და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ახლა მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობა ისრაელში უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაზე ისრაელზე თავდასხმა“, - აცხადებს ზელენსკი.