ისრაელის მედია „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლთა შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა.
ამასთან, პალესტინელმა მებრძოლებმა ასამდე მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მძევლებად აიყვანეს.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.