იმპიჩმენტის პროცედურა ივანიშვილის გარდა არავის აინტერესებს, რადგან ამ პროცესით ქვეყნის გარეთ აზიანებს საქართველოს ევროპულ ინტერესებს და ქვეყნის შიგნით ცდილობს სალომე ზურაბიშვილისგან პოლიტიკური აჯენდის გამოძერწვას, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა.
“არაერთხელ მითქვამს, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე არის ბიძინა ივანიშვილის ორი სათამაშო ერთ ხელში. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ, მეტიც, საჯაროდ ვნახეთ პრეზიდენტის კეკლუცი ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, ვინმეს თუ წარმოდგენები აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ხვდება ან დირექტივებს არ იღებს, ეს მისი პრობლემა შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს მოგონილი იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც არავის არ აინტერესებს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც ქვეყნის გარეთ აზიანებს კანდიდატის სტატუს იმიტომ აკეთებს და ქვეყნის შიგნით ცდილობს სალომე ზურაბიშვილისგან რაიმე პოლიტიკური აჯენდა გამოძერწოს. ჩვენ არ ვიღებთ ამაში მონაწილეობას, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა ამ სხდომაზე და სხვებსაც მოვუწოდებთ კონკრეტული სპეკულაციები რომ არ იყოს - არ მიიღონ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა. არ მგონია ის 5 პროცენტი, რომლის დაკლებასაც აპირებენ ხელფასიდან ვინმესთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მე აქედან მინდა ვუთხრა ყველას, რომ თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ ავიღოთ ეს ხარჯი ჩვენს კისერზე. არ დარჩეს არცერთი კითხვა სასპეკულაციოდ, რომ ქვეყნის კანდიდატის სტატუსს დაემუქროს საფრთხე, რასაც აკეთებს ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.