ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმიანება.
მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან.
„ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას,
ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ისრაელში, ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. დაშავებულია 300-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება„ჰამასმა“ აიღო.
სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ.