აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 11 ოქტომბერს გეგმავს განაცხადოს უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემის შესახებ. იუწყება Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტო არ განმარტავს, თუ რას მოიცავს შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება და შესაძლოა, მოიცავდეს საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას, რომლებიც ასევე იყო ბოლო დახმარების პაკეტებში.
მოსალოდნელია, რომ ეს გამოცხადდება 11 ოქტომბერს ბრიუსელში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ("რამშტაინი").