გერმანია და აშშ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ სასტიკ ომში. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენს ალიანსს ქვს ცენტრალური დანიშნულება ჩვენი ვალდებულებისთვის, დავეხმაროთ უკრაინელებს თავიანთი ქვეყნის დასაცავად, თავისუფლებისა და მომავლისთვის მამაცურ ომში“, - ნათქვამია ორი პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში.
შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ აშშ არ ახდენს ზეწოლას უკრაინისთვის ახალი იარაღის მოწოდების გეგმებში. „ბაიდენს არ უსაუბრია გერმანიისგან რაიმე მოლოდინებზე {კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწვასთან დაკავშირებით},“- განაცხადა მან. მისივე თქმით, კიევს შეუძლია ბერლინის იმედი ჰქონდეს. „უკრაინელმა ხალხმა იცის, რომ გერმანია დაპირებას ყოველთვის ასრულებს. მათ შეუძლიათ გერმანიის იმედი ჰქონდეთ“, _ თქვა გერმანიის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს ეხება აშშ-საც.
ამავდროულად, გერმანიის პრეზიდენტმა „იგრძნო დაძაბულობა“ აშშ-ის კონგრესის წევრებს შორის კონფლიქტის გამო ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში და გამოთქვა იმედი მისი სწრაფად მოგვარების შესახებ. "ეს ასევე ეხება, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. პრეზიდენტი ბაიდენი დარწმუნებული იყო, რომ ეს წარმატებით გაგრძელდება", - ხაზგასმით აღნიშნა შტაინმაიერმა.
აშშ-ს ახალი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებდა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტს 24 მილიარდი დოლარის ოდენობით, მაგრამ უთანხმოების გამო, 30 სექტემბერს კონგრესმა მიიღო მხოლოდ დროებითი ბიუჯეტი 45 დღის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოს ხელისუფლების ორგანოების მუშაობეის შეჩერება (შათდაუნი). ეს ბიუჯეტი არ შეიცავს სახსრებს უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც ახლა ცალკე უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატამ.