მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კობახიძის განცხადება, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონპროექტი პრეზიდენტს არ გადაეგზავნება და პირდაპირ შევა ძალაში, ხუმრობა იყო. მისი თქმით, კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.
მისივე თქმით, ნახევარსაათიანი ხუმრობით ჩამოიშალა ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია დანარატივი.
"რასაც მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათ შორის, პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ერთი ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული და ჩამოიქცა სოციალური ქსელები, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ზუსტად ანალოგიური როგორც კი თქვა, ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუდენციაც, განსწავლულობაც, კვალიფიკაციაც, აღქმაც, ყველაფერი ხო ეჭვის ქვეშ დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია და რომ ნახეს რომ უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იგივეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავს მე იშვიათად მახსენდება. ერთი მარტივი ნახევარსაათიანი ხუმრობით ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.