ევროპული საქართველოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ტურავა, გოცირიძე და ხელისუფლების მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს მორჩილი ნაწილი ივანიშვილის რეჟიმის სახეს წარმოადგენენ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო წინა ხელისუფლების დროსაც კი იყო გამონაკლისი კომპეტენციისა და დამოუკიდებლობის ხარისხის თვალსაზრისით.
„ამ რეჟიმმა ნაცვლად იმისა, რომ სადაც ჩავარდნა იყო, იქ გამოესწორებინათ და მთლიანად სასამართლო დამოუკიდებლობა მოეტანათ, საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს პაროდიად აქცია. ჩვენ ახლა სამართლებრივი აბსურდისა და პოლიტიკური დაკვეთის შესაძლო შესრულების კლოუნადას ვუყურებთ“ - თქვა გიგა ბოკერიამ.