„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სამარცხვინო პრეზიდენტი.
კობახიძეს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა მიმართა, დაედასტურებინა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმეგ იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ დაიწყეს, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ატარებდა შეხვედერებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტი უპირისპირდება არა მხოლოდ 52-ე მუხლს, პირველ რიგში, 78-ე მუხლს.
„პოლიტიკურ პასუხს გაძლევთ პოლიტიკურ შეკითხვაზე. იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი იყო სამართლებრივი, თქვენ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური შეფასება. თქვენ ხომ იკითხეთ, რა პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება არა მხოლოდ 52-ე მუხლს, პირველ რიგში, 78-ე მუხლს. სამარცხვინო ქალბატონია თქვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.