მელია ლევან ხაბეიშვილის თავისტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას გულისტკივილად, ეს პარტია არის დაშლილი, შიგნით მემკვიდრეობის, ძალაუფლების, უკანონო ფულისა და მედიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავლის ლიდერი არ ჰყავს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამომავლო გეგმა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობის ეშინია. ვხედავთ, რომ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატიც ვერ დააყენეს. როცა პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გაქვს და არჩევნებში ერთ კანდიდატს ვერ აყენებ, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი“, – განაცხადა თალაკვაძემ.